კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში არაერთი პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობს.

„სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია ფალიაშვილის, შარტავას და კოსტავას ქუჩებზე, ბარათაშვილის აღმართზე და რობაქიძის გამზირზე. ეს იყო ყველაზე რთული და მძიმე სამუშაო. მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების სამუშაოები უკვე დასრულებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები ბოლომდეა დასრულებული. ამ კონკრეტულ ლოკაციებზე მთლიანი სამუშაოების დასრულება 25 ოქტომბრისთვის დასრულდება. რობაქიძის გამზირზე მთლიანად დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოასფალტება და იქაც დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები.

ასევე, ვიწყებთ ახალ პროექტებს. მათ შორის ერთ-ერთია კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეაბილიტაციის პროცესში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყლის სისტემა gwp-სთან თანამშრომლობით. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ბორდიურები. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.