კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირებაა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირებაა.
„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით. მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, რომ გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.