თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკვე ყოფილ მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინა.
კალაძის თქმით, მისი ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის კანდიდატურა. ანდრია ბასილაია 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი, სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყო დღემდე და იყო წარმატებული. ანდრია პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტჰაუნის სკოლა აშშ-ში.
მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.