კახა კალაძეს ათონელის ქუჩაზე მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს [ვიდეო]
დედაქალაქის მერ კახა კალაძეს ათონელის ქუჩაზე მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს.
კერძოდ, წლების წინ, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი ფართები უკანონოდ დაიკავა და მის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, შენობის ახალმა მესაკუთრემ 32 ოჯახს ბინები შეუძინა და საკუთრებაში გადასცა.
კახა კალაძე დღეს გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.
ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.