თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წარმატებულ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორებს და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.