კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკა დაათვალიერა

„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს.

თბილისის მერის თქმით, ქალაქს ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.

„მადლობა, მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რასაც აკეთებთ დედაქალაქისთვის. 20 სექტემბერს 16 წელი გავიდა, რაც „თბილსერვის ჯგუფი“ დაარსდა. ჩვენი ქალაქი რომ ასეთი სუფთა, მოწესრიგებული და განათებულია, თქვენი დამსახურებაა. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ხელი შეგიწყოთ, შეგიმსუბუქოთ მუშაობა ტექნიკით, აღჭურვილობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში 104 ერთეული ტექნიკა შევისყიდეთ. განვაგრძობთ შესყიდვებს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ იყოს აღჭურვილი. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიგელები გადაეცა დასუფთავების დეპარტამენტის, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და სხვა სამსახურების 101 თანამშრომელს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.