კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა.
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცის უფროსად წარდგენილია ვლადიმერ ჭიღლაძე.
იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სერგო ბირკაძე.
საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გაიოზ თალაკვაძე.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი ბაგრატიონი.
ჯანდაცვისა და სოციალურის მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გელა ჩივიაშვილი.
კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სოფიო ხუნწარია.
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ირაკლი გვილავა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – მამუკა მუმლაძე.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიგა გიგაშვილი.
შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი პაპავა.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გივი კუბლაშვილი.
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ნიკოლოზ ჭონქაძე.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ანდრია ბასილაია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს უხელმძღვანელებს მანანა თოქმაჯიშვილი, ხოლო პიარსამსახურს ეკატერინე ჯოჯუა.
კახა კალაძემ დღესვე წარადგინა დედაქალაქის რაიონის გამგებლები.