კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პირველ არხს სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 11 ივლისს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

„11 ივლისს ორი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, უიმბლდონის ტურნირის ფინალური დაპირისპირება და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი. იტალია-ინგლისი შეხვდება ერთმანეთს, საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა. მე იტალიას ვგულშემატკივრობ. ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ მზიურის პარკში, რაც ნიშნავს, რომ ფლიმარკეტის სტუმრებს მივცემთ საშუალებას, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით. ფლიმარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს, მწერლებს, რომელთან ერთადაც ფინალის ყურებასაც შეძლებენ და ისაუბრებენ ლიტერატურაზე.

მე მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ყველაფერი შეთანხმებულია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ასევე მოხდება ჩართვა სწორედ ჩვენი ფლიმარკეტიდან, განხორციელდება პირდაპირი ტრანსლაცია, რაც იქაურობას ქვეყნის ერთგვარ ეპიცენტრად აქცევს და ამ თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.