თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის საშუალებით, მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული ოჯახთან ერთად მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოს იმედის, სიკეთის, სიყვარულის დღესასწაულს-ქრისტეშობას! ღმერთმა ინებოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და წინსვლა. შობას გილოცავთ!“, – განაცხადა კახა კალაძემ.