კახა კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.
„ტრადიცია გრძელდება, კახა კალაძის საახალწლო საჩუქარი – კონცერტი მშობლიურ სამტრედიას, ხოლო საცხოვრებელი სახლი ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა. დღეიდან ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი ექნება“, – წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.
„უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.