კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ამირან ჭაფოძის ოჯახს სახლი აჩუქა
კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ამირან ჭაფოძის ოჯახს სახლი აჩუქა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა, ტრადიციულად, საზეიმო კონცერტით მიულოცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში სახლი საჩუქრად გადასცა. ოჯახს სახლი 20 წლის განმავლობაში არ ჰქონდა.

„არ ვიცი, ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან სად. მადლობა კახის, ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა“, – განაცხადა ამირან ჭაფოძემ.

საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ადგილობრივების წინაშე წარდგნენ  „ღამის შოუს ბენდი“, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი, მომღერალი სოფო ბედია და სხვა შემსრულებლები.