კახა კალაძემ საიუბილეო მეტრომანი თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა
საიუბილეო მეტრომანის მიღება მგზავრებს 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით უფასოდ შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტრომანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე.
„ზოგადად, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არსებობს და დაგეგმილი გვაქვს, რომ ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. იგეგმება ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა. გუშინ ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავამთავრეთ. საბურთალოს ხაზზე ექვსი ვაგონი ივლის და მგზავრებს მოემსახურება. ასევე, წარმოვადგინეთ მეტრომანი, რომელიც სპეციალურად, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაა შექმნილი. 23-დან 26 მაისის ჩათვლით, მგზავრებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ, ბარათები უფასოდ მიიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.