კახა კალაძემ რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა
კახა კალაძემ რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა

თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.

„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ტერიტორიები გვაქვს. ეს შესაძლოა იყოს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შესაძლოა ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შესაძლოა უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც განხორციელდება.

„დავიწყებთ პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ განხორციელებას, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს პროგრამა გამოიყენონ და საზოგადოებას სხვადასხა სახის კონცერტი წარუდგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.