ძველ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, კომპოზიტორის ოჯახის წევრები და მოქალაქეები დაესწრნენ.
ნამუშევარი თენგიზ აბრამიშვილს ეკუთვნის და ის წელს ტენდერის საშუალებით შეირჩა. ბიუსტი რევაზ ლაღიძის სიმღერების ფონზე გაიხსნა, რომელიც „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს.
„ქართულ ხმებთან“ ერთად „თბილისო“ თბილისის მერმა, კახა კალაძემაც იმღერა.