კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
ფართები, რომლებშიც ადგილობრივები ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე ცხოვრობდნენ, მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ფართების გადაცემა გაგრძელდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ და ახლაც ვაგრძელებთ. 2 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილებულია და 300 000 მილიონ ლარზე მეტი ქონებაა უკვე გადაცემული. ყველანაირი ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვთ. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.