შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ატარებს. ამის გამო, მეტეხის გვირაბი 07:00 საათამდე გადაკეტილი იქნება. ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა.
კახა კალაძის თქმით, მეტეხის გვირაბში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და მას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.
„2018 წელს მთავრობის დადგენილებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და გვირაბის მოსაწესრიგებლად უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები. თუმცა პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. ბევრი ნაგავი იყო, კლდიდან ჩამოსული წყლები ტალახდებოდა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ავტომობილებისთვის. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა, მათ შორის, დღესაც მოხდა რამდენიმე და გვქონდა საპატრულო პოლიციასთან კომუნიკაცია. დღეს აქ მობილიზებულია „თბილსერვისი“ და თითოეულ თანამშრომელს მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, ლევან ჯღარკავას თქმით, გვირაბში მოწესრიგება სანიაღვრე სისტემა და შეიცვლება დაზიანებული განათებები.