კახა კალაძემ მერიასა და გამგეობას აღმაშენებლის ხეივანში, ქარისგან დაზიანებული დროშის აღდგენა დაავალა
კახა კალაძემ მერიასა და გამგეობას აღმაშენებლის ხეივანში, ქარისგან დაზიანებული დროშის აღდგენა დაავალა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნული პრობლემის რაც შეიძლება, სწრაფად მოგვარების განკარგულება გასცა.
„როდესაც თბილისში ძლიერი ქარი და ცუდი ამინდები იყო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა რაიონებში. ვიცი, რომ გამგეობები და გამგებლები მაქსიმალურად ჩართულები ხართ და ყველა დაზარალებულს მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭრა აქვს. აღმაშენებლის ხეივანზე არსებული დროშაც დააზიანა ქარმა. როგორც ვიცი, საყრდენი ბოძია დაზიანებული. მინდა დაგავალოთ, დაიწყოთ რეაბილიტაცია, რომ იყოს უფრო მდგრადი და ამინდის გაუარესებამ დროშას პრობლემა აღარ შეუქმნას. იმუშავეთ გამგეობასთან ერთად და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარეთ ეს პრობლემა”,- განაცხადა კალაძემ.