კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მერიის თანამშრომელს, რომელმაც მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მერიის თანამშრომელს, რომელმაც მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტს, ლადო შეროზიას მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მის სახელზე მოქალაქისგან შევიდა წერილი.

„რამდენიმე დღის წინ ჩემს სახელზე შემოვიდა წერილი, ეს მოქალაქე გახლავთ ქალბატონი ლია მეტრეველი-ცაგარელი და წერილში საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე მისი დაუდევრობის შედეგად, ქურთუკიდან ამოუვარდა საფულე, რაც რამდენიმე ხანში დაუბრუნა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ამ საფულეში მას ჰქონდა ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომელი ლადო შეროზია უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გახლავთ და მადლობა მას ამ კარგი საქციელისთვის. თითქოს ჩვეულებრივი ისტორია და კავშირი არ აქვს მერიის ამბებთან, მაგრამ ამავე დროს ადამიანური თანადგომის უნარი და კეთილსინდისიერება არის ნებისმიერი უწყების სიძლიერე და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.