კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კონფერენციას დაესწრო
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით, კონფერენცია „ეთიკა და გამჭირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ მიმდინარეობს.
ღონისძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიების მიზანია, რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება. აგრეთვე ეთიკური მმართველობისა და გამჭირვალობის შესახებ ინიციატივების ფარგლებში მიღწეული შედეგების განხილვა.
ორდღიან სამუშაო სესიებში მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა იღებს.
აღნიშნული ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.