თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა დატოვა.
როგორც კალაძემ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
მან ექიმებს და საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადაუხადა.
„პირველ როგში, მინდა, მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. კონკრეტულად მინდა დავასახელო ექიმები, ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი და ყველა, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა გარკბეული დღეების განმავლობაში სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 26 მარტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა.