კახა კალაძემ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ოჯახსა და კოლეგებს მიუსამძიმრა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. გისამძიმრებთ მედიის წარმომადგენლებს, თქვენი კოლეგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს. მართლაც ძალიან დიდი უბედურებაა, რომ დავკარგეთ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის ენერგიით, სიყვარულით და სიკეთით იყო სავსე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა.