არჩილ თალაკვაძემ და კახა კალაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად განახლდება მიმდებარე ტერიტორია.
„ასევე, შევცვალეთ შადრევნები. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფილებიც მთლიანად განახლდება თეთრი, ბუნებრივი ქვით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აღნიშნული პროექტი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.
„პარლამენტის შენობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამ ტერიტორიის თანამედროვე სახით მოწყობა პოზიტიური მოვლენაა. ეს პროექტი ძალიან დეტალურად იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, ხელი შეეშალა რეაბილიტაციას, თუმცა დაგეგმილ ვადებში სრულდება. როდესაც დასრულდება სამუშაოები ყველა ერთად ვნახავთ კარგ შედეგს”, – განაცხადა თალაკვაძემ.