კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა
კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, სკვერში ჩაიყვანონ შვილები, ზაფხულის ცხელ დღეებში დაისვენონ.

„ძველი გაუბედურებული ავტოფარეხების ადგილზე ლამაზი სკვერი მოეწყო. ეს ავტოფარეხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე გარემოსთვის. ავტოფარეხების დიდი ნაწილი უკანონოდ იყო დადგმული, მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით მოხდა აღება. საბურთალოს გამგეობასთან ერთად განვახორციელეთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი. ასეთი მიდგომები იქნება ყველა იმ ადგილზე, სადაც მოხდება ფარეხების აღება. დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ინიციატივას და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, დაგვიდგნენ გვერდით, ეს ყველაფერი კეთდება ისევ მათთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სკვერში სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისათვის გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორია გამწვანდა და ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა განათების სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეზოში დაიგო, ასევე, ასფალტის ახალი საფარი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56 410 ლარით დაფინანსდა.