კახა კალაძე - ყველას შეუძლია, მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულს, შეუძლია, დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.
როგორც კალაძემ განაცხადა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა.
„ყველა ადამიანს შეუძლია, მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.