კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედურ არჩევნებზე პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50% -ანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.