კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს. მისი განცხადებით, ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა.

„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. ის, რომ ადამიანებს გარკვეულ დაჯგუფებებს თავიანთი შეხედულებები აქვთ ეს ნორმალური პროცესია. ესაა დემოკრატია, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.