კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დედაქალაქელებისთვის მნიშვნელოვან სივრცეში უკანონო მშენებლობა არ განხორციელდეს 
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დედაქალაქელებისთვის მნიშვნელოვან სივრცეში უკანონო მშენებლობა არ განხორციელდეს 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დედაქალაქელებისთვის მნიშვნელოვან სივრცეში უკანონო მშენებლობა არ განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ინვესტორს, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, ორი ალტერნატიული ფართი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

„მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაცემული რომ იყო, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, ვინც აპროტესტებდა ამდენი ხნის განმავლობაში. გიგი უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი იყო იმ პერიოდში არასწორად გასცა ნებართვა. ეს ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ აშენებულიყო 30 მეტრიანი დაახლოებით 8-9 სართულიანი შენობა ნაგებობა. ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ორი წინადადება შევთავაზებთ ინვესტორს, რომელზეც უარი განაცხადა. შევთავაზეთ ადგილმონაცვლეობა, ასევე შევთავაზეთ, რომ აღედგინა რესტორანი „ბუდაპეშტი“, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა. უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება შეხვედრა“, – განაცხადა კახა კალაძემ.