კახა კალაძე - ყველაფერი უნდა იყოს მიმართული, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა იყოს მიმართული, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა

ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია.

„მე, მინდა პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები ვუსურვო. ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის პრობლემები და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, ასევე სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთნ, ახსნა-განმარტებები, თუ რა კეთდება რა არის რეალურად პრობლემები, საბოლოოდ ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ 2020 წლის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში.

„ქართული ოცნება“ თუ რა უმრავლესობას მიიღებს და რა პროცენტს აიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თქვენ იცით, რომ ხორციელდება საარჩევნო სისტემის ცვლილება, რეფორმა ამ კუთხით სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, წარადგინოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა კალაძემ.