კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლის, რაიონისა და ქალაქისთვის
მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენ წინაშე, აჭარის ამ ულამაზეს მუნიციპლიტეტში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობით, თავიანთი ქმედებებით ალამაზებენ ამ კუთხეს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქობულეთში, აქ დაბრუნებისას შეუძლებელია გულწრფელი სიხარული არ დაეუფლოს, რადგან მზე, ზღვა, ბუნება,შესანიშნავი ადამიანები ყოველთვის დადებით მუხტს და განწყობას სცენს თითოეულ ადამიანს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ქობულეთი, ეს მუნიციპალიტეტი, ზოგადად – აჭარა ერთნაირად საყვარელია ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ ქალაქში, ამ მხარეში, ტოლერანტობა და სტუმარ-მასპინძლობა არავის ესწავლება, წლების განმავლობაში და ბუნებრივია, დღესაც, აქ, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი ერთად ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის.
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც სჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.
მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.