კახა კალაძე - ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
კახა კალაძე - ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს რთული პროცესია, თუმცა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიმდინარეობს რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს.

„„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა ყველა ქართველის განწყობას და ფიქრს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიმდინარეობს რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თანაცხოვრება ჩვენს ძმებთან და დებთან – ოსებთან და აფხაზებთან. მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.