კახა კალაძე - ყველაფერი ცუდის, რაც ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, მთავარი შემოქმედი და შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო თავის თანამოაზრეებთან ერთად
ყველაფერი ცუდი, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში, ყველაფრის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო თავის თანამოაზრეებთან ერთად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანების უფლებების შეზღუდვაზე, ბიზნესის ტერორზე, ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო, ამას ვერავინ გაექცევა.
„ადამიანები ამით ცხოვრობდნენ და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი განცხადებები, რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს, უფრო საინტერესოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.