კახა კალაძე - ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს, გამჭვირვალობის კანონპროექტი იქნება მიღებული
თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა. კანონპროექტს, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, ისინი დააინიციირებენ და იქნება მიღებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, თურქეთი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას განიხილავს.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება ყველა ქვეყანაში იქნება მიღებული, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს.
„თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. კანონპროექტს, რომელზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ისინი დააინიციირებენ და იქნება მიღებული. ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.