კახა კალაძე - ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური, ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას
ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ „უცხოელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სავალალოს უწოდებენ“, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის მართალი, ტყუილია“.
„ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე მიუწვდება ხელი – თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ დღეს გადაყვანილია კლინიკაში და იქ აგრძელებს მკურნალობას. რომელიმე პატიმარს თუ ექნება რაიმე საჭიროება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება გააკეთებს განცხადებას. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.