კახა კალაძე - ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში, ბიუჯეტის ხარჯით არ მისარგებლია, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ბიუჯეტის ხარჯით არ მისარგებლია, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, – ამის შესახახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში.
„საზოგდოების შეცდომაში შეიყვანის მცდელობა ნამდვილად არ გამოგივათ. დასამალი არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ისეთს ვერაფერს ნახავთ, რომ რაიმე არასწორი, არაკანონიერი ჩამედინოს, გამეკეთებინოს. თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. უამრავი პირადი ხარჯი მაქვს, შესაბამისად, პირადი ხარჯები წარმოდგენილია დეკლარაციებში. ეს თანხები ბიუჯეტში მიდიოდა. სპეციალური დაცვის სამსახურს თუ მიმართავთ, დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რა კითხვებიც გაქვთ.
ბიუჯეტის ხარჯზე არ მისარგებლია, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცით, რომ მილიონობით თანხაა გაფლანგული პირადი მგზავრობებისთვის, ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან მძიმეა. ჩემი პირადი თანხებია გადარიცხული და ძალიან მარტივია ამ ინფორმაციის მიღება. თქვენ არ მიგიმართავთ შესაბამისი სამსახურისთვის და წევთ პანიკას, რომ არ გაქვთ ინფორმაცია. თუ არ მიმართეთ, რა ინფორმაცია გექნებათ?
თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ. არ ვაპირებ, თავი ვიმართლო, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვებაში. ალბათ გახსოვთ ის ბინძური პროპაგანდა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვება არ არის. მთელი ორი კვირის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ გადარჩნენ ჩემი შვილები.
ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არსებობს. მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი ხარჯები, რომელიც გამოყენებული იქნება თვითმფრინავის შენახვა-მოწესრიგება-გამართვისთვის. როგორ ფიქრობთ, ამდენი დღეა, ამხელა კაცი ვამბობ, რომ თანხები ჩემ მიერ იყო გადახდილი და ამას ვიტყუები? ეს დამოკიდებულება სწორი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.