კახა კალაძე - ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს მიწა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უკანონო მშენებლობების თემას მიექცევა.
„ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობების არაერთი ფაქტი გამოავლინა. ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს მიწა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რაიონში.
ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს.
შესაბამისად, ამ უკანონო მშენებლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.