კახა კალაძე - ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი ეტაპობრივად დასრულდება, ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში გეტყვით
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად პროექტზე სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ზუსტი თარიღი ეცოდინება, როდის დასრულდება იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი.
„სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული ცვლილება მოხდა პროექტში. ამაზე მქონდა ვიდეოჩართვა, ჟურნალისტებთანაც შეხვედრა. საზოგადოებას ვაჩვენეთ, რა ცვლილებები განხორციელდა. ეტაპობრივად მოხდება პროექტის დასრულება და უახლოეს მომავალში გეტყვით ზუსტ თარიღს, როდის იქნება დასრულებული. იცით, რომ „ქართუ“ ახორციელებს ამ სამუშაოებს და ყველანაირი გადასახადების გარეშე, უსასყიდლოდ, საჩუქრად გადმოეცემა საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.