კახა კალაძე - ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს სიმართლე
კახა კალაძე - ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს სიმართლე

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს სიმართლე, რადგან ჩვენც მიმართული ვართ იმისკენ, რომ არ დაუშვათ რაიმე კანონდარღვევა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოძიება უკვე დაიწყო და დადგინდება სიმართლე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გაიგოს სიმართლე, რადგან ჩვენც მიმართული ვართ იმისკენ, რომ არ დაუშვათ რაიმე კანონდარღვევა. თუ ასეთი მსგავსი ფაქტები იქნება, ჩვენ ვართ ხელისუფლება და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, იყოს თავისუფალი გარემო, იყოს სიმშვიდე, რომ ორივე კანდიდატს ქონდეს შესაძლებლობა თავიანთი ხედვები წარმოუდგინონ მოსახლეობას. თუ რაიმე დარღვევები არსებობს, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა კალაძემ.