კახა კალაძე - ის წლები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე აჯდა ყველას, დასრულებულია [ვიდეო]
ის წლები, როდესაც ყველას თავზე აჯექით ,დასრულებულია. არც ერთ ტყუილს არ გაგიტარებთ და არ გაპატიებთ, – ასე მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლიას, თბილისის მერმა უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას, რატომ გაიზარდა ორწელიწადნახევრის განმავლობაში საბავშვო ბაღებში ბავშვთა კალორაჟისთვის განკუთვლი თანხა 3.13 ლარამდე მაშინ, როდესაც უფასო სასადილოებში ბენეფიციართათვის გამოყოფილი თანხა არ შეცვლილა და 1.18-ს შეადგენს ტენდერის საწყისი ფასი.
„მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობთ, ნახევარი მილიონით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა დაფინანსება. თუ მკითხავთ, არის თუ არა საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რაც გვაქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაა, ლევან ხაბეიშვილი პროტესტის ნიშნად ზის ბანერით, რომელზეც არის წარწერა „სოციალური- 1.13, ჩინოვნიკი- 8 064 ლარი“.
სხდომაზე კახა კალაძემ ოპოზიცია და ლევან ხაბეიშვილი ქალაქის ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მიიწვია.
„სხვათა შორის, დღეს საღამოს გვაქვს ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ბევრი თანაქალაქელი იქნება. გიწვევთ თქვენც, ოპოზიცია და ბატონო ლევან და ისიამოვნოთ. სხვათა შორის, ერთი ადგილი ნაძვის ხეზე თქვენთვისაც გვაქვს შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, უკნიდან”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.