კახა კალაძე - წინასაახალწლოდ გარევაჭრობა განსაზღვრულ ადგილებში იქნება დასაშვები, სხვა შემთხვევაში კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ
თბილისში, წინასაახალწლოდ გარე ვაჭრობა უნდა მოხდეს მერიის მიერ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილებში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, – ამის შესახებ თბილისი მერმა განაცხადა.
კახი კალაძის თქმით, წინასაახალწლოდ უამრავი ადამიანია ქუჩაში გამოსული და მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ.
“გარევაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით, რაც არაერთხელ გვითქვამს. ყველა რაიონში არის კონკრეტული ადგილები გამოყოფილი, იმისთვის , რომ ადამიანებს მიეცეთ შესალებლობა, გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ამისთვის არის კონკრეტული ადგილები, რათა სხვა ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ. მესმის, რომ წინასაახალწლო პერიოდია, უამრავი ადამიანია გამოსული, მაგრამ მითითებულ ადგილებზე უნდა მოხდეს გარევაჭრობის მოწყობა და გამართვა. სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.