კახა კალაძე - წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა, ვინმეს რაიმე წაართვა ან ვინმეს რამეზე გაურიგდა
წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ვინმეს რამეზე გაურიგდა. მუდმივ ამ სულელური კითხვების რეჟიმში ვიმყოფებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მის მიერ კვებითი მომსახურების კომპანია შპს „ილი ჯგუფის“ მფარველობას ეხებოდა.
მისი თქმით, ყველა ტენდერი წესების შესაბამისად ტარდება.
„რამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ, 2011 წლიდან, მუდმივად ოპონენტების მხრიდან ისმის ცრუ ინფორმაციები, არანაირი დასაბუთება, არანაირი კონკრეტიკა, ძალიან მარტივია, რაღაც სისულელეს იტყვიან და მე თავი უნდა ვიმართლო.
რვა წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ვინმეს რამეზე გაურიგდა. მუდმივ ამ სულელური კითხვების რეჟიმში ვიმყოფებით.
ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს, ტენდერს აქვს თავისი წესები, თუ კომპანია ამ წესებს აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას აქვს ტენდერში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა კალაძემ.