კახა კალაძე - ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთი, რაც აკლიათ, ფიზიკური დაპირისპირებაა, თორემ სხვას არაფერს აკლებენ
კახა კალაძე - ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთი, რაც აკლიათ, ფიზიკური დაპირისპირებაა, თორემ სხვას არაფერს აკლებენ

ყველაფერი სააშკარაოზეა, ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირებაა. ერთი, რაც აკლიათ, არის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არჩევნების შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, მელია გააძევონ თანამდებობიდან, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება ამ პარტიაში. თუმცა, ცხადია, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება“, – განაცხადა კალაძემ.