კახა კალაძე - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ვნახეთ ღირსეული თამაში, ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის
კახა კალაძე - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ვნახეთ ღირსეული თამაში, ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

როგორც კახა კალაძე წერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღირსეული თამაში აჩვენა.

„ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.

მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარდგება.

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“ – წერს კახა კალაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ქალაქ დორტმუნდში გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.