თბილისის მერი, კახა კალაძე ტაშკენტში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა ტაშკენტის მერთან, ჯახონგირ არტიკხოჯაევთან და ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახა კალაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია.