კახა კალაძე - ვითომ მეგობარი ქვენებიდან შემოდის დაფინანსება ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რათა ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია
კახა კალაძე - ვითომ მეგობარი ქვენებიდან შემოდის დაფინანსება ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რათა ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია

ვითომ ჩვენი მეგობარი ქვენებიდან პირდაპირ შემოდის დაფინანსება ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რათა ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, როცა პოლარიზაციას ახალისებენ და ხელს უწყობენ.

„ადამიანი, რომელიც პოლიციელს ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, მცდელობა აქვს, პოლიციელები ცოცხლად დაწვას, შემდეგ ეს ადამიანები, იგივე ჯაფარიძე, ოპოზიციონერი სპექტრის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, მცდელობაა, რომ ადამიანი, ვინც „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, გმირად გამოიყვანონ. ეს ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. ეს არის პირდაპირ  ბოროტების წახალისება. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს. ასევე, ძალიან მძიმე და ცუდია, როცა ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება ხდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს იგივე ახალგაზრდების რეკრუტირებას, რევოლუციაზე როცა მიმდინარეობს საუბარი, დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საჯარო უნდა გახდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებებს.

12-პუნქტიან გეგმაში პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაცია, პოლიტიკური დაპირისპირება უნდა შევამციროთ ქვეყანაში და რა ხდება პარალელურად? იმის მაგივრად, რომ ყველა მოწადინებული იყოს, პოლარიზება შემცირდეს, გადაიდგეს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, პირიქით, წახალისება ხდება. ვითომ ჩვენი მეგობარი ქვენებიდან პირდაპირ შემოდის დაფინანსება ორგანიზაციების, სადაც მიმდინარეობს რეკრუტირება ახალგაზრდების, რომ ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებენ? ანუ, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, პოლარიზება უნდა შევამციროთო, მეორე მხრივ, თვითონ ახალისებენ პოლარიზაციას და ხელს უწყობენ, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.