კახა კალაძე - მე ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება
თბილისის მერი კახა კალაძე დიღმის ტყე-პარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ კამპანიად აფასებს.
კახა კალაძე ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ იგეგმება.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული კამპანია. თუმცა ჩვენ საზოგადოების მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. ამაზე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. გარანტორი ვიქნები, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არც ერთი პროექტი ან განხორციელდება. რაც შეეხება „კია მოტორსის“ ადგილზე განსახორციელებელ პროექტს, დიღმის ტყე-პარკთან ამ ტერიტორიას არანაირი კავშირი აქვს. ეს მხოლოდ მომიჯნავე ტერიტორიაა, არის კერძო საკუთრება, რომელსაც 2011 წელს მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი საქმიანი ზონის სტატუსი, “, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ადგილზე ახლა არსებული „კიას ცენტრის“ ნაცვლად, საზოგადოებრივი ცენტრი გაკეთდება, რომელშიც იქნება ბევრი საინტერესო სივრცე, მათ შორის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და სხვა.