კახა კალაძე - ვინც შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციასა და პოლიციის მუნდირს, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე
ვინც ფიზიკურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციასა და პოლიციის მუნდირს, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც გუშინ კახეთში პოლიციასა და ოპოზიციას შორის მომხდარ ფაქტს უკავშირდება.
კახი კალაძის განცხადებით, ოპოზიციას სურვილი ჰქონდა შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
„დღეს რთულია ისაუბრო შეზღუდვაზე, როდესაც 2012 წლის მერე განსხვავებული მიდგომებია ამ მიმართულებით. დღეს საქართველოში ადამიანები არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო და არაერთი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ ამასთან დაკავშირებით. არც გუშინ არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა. მათ სურვილი ჰქონდათ, შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაუგურაციის დღეს სურათი. კონკრეტული ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და პოლიციის მუნდირს, პასუხი არ უნდა აგონ. აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი ყველა ადამიანი და პასუხი აგონ კანონის წინაშე, იმ პოლიციელის წინაშე ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.