კახა კალაძე - ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან, მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან“
კახა კალაძე - ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან, მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან“

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრიფინგის შემდეგ შეიტყო და ამ საკითხზე ინფორმირებული არ ყოფილა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხდა.

„მე არ ვიცოდი ნამდვილად. რომ მცოდნოდა, რა იყო აქ დასამალი, არ მესმის. რომ მცოდნოდა, ვიტყოდი, რომ ვიცოდი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც იყო, ის ვთქვი, სიმართლე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კითხვაზე, უნდა სცოდნოდა თუ არა ამის შესახებ, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან.

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან, მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ მას არჩევნებში დავუჭირეთ მხარი, გვინდოდა, გამარჯვებული ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ის კონკრეტული პარტიები და პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებზე აჟღერებდნენ მესიჯებს.

მე გავიგე ბრიფინგის შემდეგ ამას მოყვა ჩემი განცხადებაც. კითხვა უნდობლობას არ აჩენს ხელისუფლების მხრიდან. მოვიტყუო? თუ გნებავთ მოვიტყუებ, რომ ვიცოდი, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცოდი“, – განაცხდა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არ მქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით და არც მქონდა ინფორმაცია. მე ეს გავიგე ბრიფინგის შემდეგ, ერთ-ერთ ქუჩაზე სამუშაოების დროს, როდესაც დამისვეს კითხვა, მე გავაკეთე განცხადება. ვერ მოვიტყუებ, რომ ვიცოდი მეთქი, რომ მცოდნოდა ამასაც ვიტყოდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.