კახა კალაძე - ვერცერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეაჩერებს თბილისის კეთილდღეობისკენ მიმართულ პროექტებს
ვერცერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რომლებიც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს.
„არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რომლებიც თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.