კახა კალაძე - ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს
ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ვისაც სურვილი აქვს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, „ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“.
„ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება სრულდება, როგორც ვიცი, ხდება გადათვლა და ინიშნება არჩევნების დღე. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს. თუ არ ვცდები, 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს, არჩევნები იყო ორშაბათ დღეს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.