კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ ხელისუფლებიდან ვინმეს, თუნდაც პრემიერს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ გადადგა „ქართულმა ოცნებამ“
კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ ხელისუფლებიდან ვინმეს, თუნდაც პრემიერს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ გადადგა „ქართულმა ოცნებამ“

ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებიდან ვინმეს, თუნდაც პრემიერს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროპულ, დიდ ოჯახში გაწევრიანება. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“, 2012 წლიდან მოყოლებული. არის მეორე თემა: ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის, თუმცა ჩვენ რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც ჩვენი მეგობრებისთვის, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება, არ ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.